Sunday, May 17, 2015

დადგა  ტრენინგის  ბოლო  დღეც.  ამ  ცხრა  დღის  განმავლობაში  შევისწავლეთ  ,,პროექტებზე  დაფუძნებული  სწავლება  ისტ-ის  ინტეგრირებით."  შევქმენი    ,,ჩემი  პორტფოლიო
", სადაც  მოვათავსე  ყოველდღიურად  მოცემული  დავალებების  შესრულების  სწორი  ვარიანტები.  შიში  სიხარულად  გადამექცა , როდესაც  ნაშრომის  შედეგი  დადებითად  შემიფასა  ტრენერმა. კლასში  მოსწავლეებიც  მხიარულად  ჩაერთნენ  ერთმანეთის  ნამუშევრების  შეფასებებსა  და  თვითშეფასებებში.
მოინდომეთ  და  დასახულ  მიზანს  აუცილებლად  მიაღწევთ!

Saturday, May 16, 2015

დღეს  მერვე  დღეა.ყველაფერს  ძალიან კარგად  გავართვი  თავი. დღეს  გავეცანი  დიფერენცირებული სწავლების  გამოყენების  ეფექტებს . რომელსაც  გამოვიყენებ აუცილებლად პრაქტიკაში.
  ჩემი  ბუკი  ეტყობა  ძალიან გადაიღალა .......................

Tuesday, May 12, 2015

მეშვიდე დღე

დღევანდელმა  დღემაც  მშვიდობიანად  ჩაიარა. უკვე  იმედი  მომეცა  რომ მიუღწეველი არაფერია  მთავარია  მიზანი  დაისახო  და არ მოეშვა  ბოლომდე. დღეს ავტვირთეთ ჩვენი სურათები და  პრეზენტაციები  ბლოგზე. გავიხსენეთ  და  შედარება  გავუკეთეთ  შეფასების   ტრადიციულ/ძველსა  და თანამედროვე კრიტერიუმებს.
 


            12.05. 2015წ

Sunday, May 10, 2015

დღევანდელი  ტრენინგის  მსვლელობა  ეხებოდა  სასწავლო  ნიმუშების  შექმნას. იგი დაეხმარება  მოსწავლეებს  გაუზიარონ  იდეები  ერთმანეთს პროექტებში  ინტერნეტის  გამოყენების შესახებ. მოსწავლეები  უფრო  ღრმად  გაეცნობიან  შერჩეულ  თემას,  შეითვისებენ  ახალ  უნარ  -ჩვევებს,  იყენებენ  თავიანთ  ცოდნას  ნამუშევრის  შესაქმნელად.
                                               



                                               10.05.  2015წ

Saturday, May 9, 2015

დღევანდელი ტრენინგით  ვისწავლეთ   როგორ  გამოვიყენოთ  ინტერნეტი სწავლის  პროცესის  გასაუმჯობესებლად.  ერთმანეთს როგორ  მივაწოდოთ  რჩევები  და გავაკეთოთ  უკუკავშირი.ყოველივე  ეს მასწავლებელს  ეხმარება  პროფესიონალად  ჩამოყალიბდეს  და გაკვეთილის  პროცესიც  სახალისოდ  და  საინტერესოდ  წაიყვანოს.

                                                                       9.05.  2015წ

Sunday, May 3, 2015

დღეს მეოთხე დღეა..............უკვე  კმაყოფილების  გრძნობა  დამეუფლა,  ვინაიდან უკვე ბევრი საკითხი საკმაოდ კარგად გავიგე  და ჩემში იმედის  ნაპარწკალმაც  გაიელვა............

Saturday, May 2, 2015

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელმა დღემაც ნაყოფიერად ჩაიარა .შევიმუშავეთ სასწავლო პროექტის სტანდარტები, ვიმუშავეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შერჩევაზე  ,რომლის სწორად გამოყენება დამეხმარება საუკეთესო პროექტის დაგეგმაში.